|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავრობოები ქუთაისის მოსამართლეებს არაეთიკურობაში ადანაშაულებენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 8 მოსამართლის მიმართ  კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას მოითხოვს. 
როგორც კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნულმა მოსამართლეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიმართ გამოთქვეს არაჯანსაღი კრიტიკა და გააკეთეს არაეთიკური განცხადებები, რის გამოც მათ მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება უნდა დაიწყოს.

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლეების გარდა არასამთავრობო ოგანიზაცია დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას ითხოვს იმ 4 მოსამართლის მიმართაც, რომლებმაც მამუკა ახვლედიანის  წინააღმდეგ სასამართლოს შიდა ქსელში გამართეს მიმოწერა.

კოალიციის წარმომადგენლებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესაბამისი განცხადება დღეს შეიტანეს. 

ამის მიზეზი კი იუსტიციის საბჭოს მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის  მოტოვით  მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებულა  გახდა. „იმისთვის, რომ საბჭომ აჩვენოს, თანმიმდევრულია, აღნიშნული მოსამართლეების მიმართ უნდა დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება“, -განმარტავენ კოალიციის წარმომადგენლები.   „რადგანაც მათი მხრიდან  მამუკა ახვლედიანის განცხადებებს მოჰყვა არაჯანსაღი გამოხმაურება , კრიტიკა და არაეთიკური ეპითეტები. მას მოიხსენიებდნენ ბრჭყალებში მოსამართლედ, უწოდებდნენ ამორალურს და უღირსს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ მოსამართლეების ქცევით", - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა სოფიო ვერძეულმა.  ამასთან,   საბჭოსაგან მოითხოვენ  დაადგინოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 8 მოსამართლის ვინაობა, რადგან ისინი განცხადებას ხელს არ აწერდნენ. 

ავტორი: ნიუპრესი