არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 12 ნოემბერს გაიმართება
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება.
ამის შესახებ გადაწყვეტილებას ცესკო დღეს გამოაცხადებს. კანონის თანახმად, არჩევნების მეორე ტური 15 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს.
ქუთაისში მეორე ტურში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გადავიდნენ. გიორგი ჭიღვარიას არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 48, 61 %-მა დაუჭირა მხარი, გრიგოლ ვაშაძეს კი 27,05 % -მა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი არასამართლიანი საარჩევნო პროცესის გამო გადაცხადა, მიუხედავად ამისა, არჩევნების მეორრე ტურის გამართვა მაინც მოხდება.
ქუთაისის გარდა მეორე ტურის გამართვა ქვეყნის 5 მუნიციპალიტეტში გახდა საჭირო.
თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















