|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არჩევნების შედეგებს მივესალმები, ცივი შხაპი საჭირო იყო" -ალეკო ახალაძე

არჩევნების შედეგებს მივესალმები, ცივი შხაპი საჭირო იყო - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ალეკო ახალაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებითთუმცა, მისი თქმით, ამომრჩეველმა "ნაციონალებს" ხმა ფინანსური დაინტერესების გამო მისცა. 

"ისეთი ხალხი ჩამოვიდა ხმის მისაცემად, სხვა დროს ბიძის გასვენებაში რომ არ ჩამოსულა. ეს არის აშკარად ფინანსური დაინტერესების შედეგი.  რაც შეეხება არჩევნების შედეგებს,  მე მივესალმები, გარკვეული ცივი შხაპი საჭირო იყო,  აქ სერიოზული დასკვნებია გასაკეთებელი.  ცუდი ფონი იყო წინასაარჩევნოდ.  არჩევნების შედეგი არის გზავნილი ხელისუფლებისათვის,  რომ ასეთი მუშაობა მათ კარგს არ მოუტანს, მაგრამ  ჩამოსული ხალხი რაც იყო, ძალიან დიდი ნაწილი იყო ფულით მობილიზებული"- განაცხადა ალეკო ახალაძემ. 

 "ნიუპრესის" შეკითხვაზე, თუ ასეთი ფაქტი არსებობდა, რატომ არ მოახდინეს რეაგირება, ახალაძე აცხადებს, რომ ეს თავად "ნაციონალების" მხარდამჭერების საუბრებიდან გაიგეს. მან ასევე გაიხსენა საპარლამენტო არჩევნების დროს ქუთაისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი.

"ასე იყო 2016 წელსაც, როდესაც ქუთაისის მაჟორიტარად  კობა ნარჩემაშვილს გიგი წერეთელი უპირისპირდებოდა, მაშინაც ფული ქონდათ მანქანაში. როდესაც ჩხუბი მოხდა, სასწრაფოდ გაიყვანეს მანქანა. ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თანხების დარიგება ხდება", - აცხადებს ალეკო ახალაძე. 

 საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ის "ქართული ოცნების" წევრი არ არის, მაგრამ გულშემატკივრობს ამ გუნდს. საკრებულოს უმრავლესობის შესახებ კი აცხადებს, რომ შეკრული გუნდია და გამორიცხავს მის დაშლას, ან ქალაქის მერის მიმართ იმპიჩმენტის მოწყობის შესაძლებლობას. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა