|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არის თუ არა უსაფრთხო ველოსიპედით გადაადგილება ქუთაისში?

ქუთაისში საველოსიპედე გზა 2011 წელს გაიხსნა, როგორ პრეზიდენტი მიხეილი სააკაშვილი აცხადებდა ველობილიკის მოწყობა აღნიშნული ტრანსპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ემსახურებოდა. ველოსიპედი, როგორც გადაადგილების ერთ–ერთი საშუალება ნელნელა ფეხს იკიდებს ქუთაისში, თუმცა, როგორც ველო მომხმარებლები აცხადებენ, ხელს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და მძღოლების დაუდევრობა უქმნით, რომლებიც მანქანებს უშუალოდ ბილიკზე აჩერებენ. ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ზრუნვას მიმდინარე წლის ოქტომბრიდან გეგმავს მერიის კეთილმოწყობის სამსახური, ისიც იმ შემთხევვაში, თუ აუცილებლობა იქნება. ვიდრე მერია ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, მძღოლები კი ველო მოყვარიულთა უფლებების პატივისცემას ისწავლიან, იქამდე ველოსიპედი არც თუ უსაფრთხო გადაადგილების საშუალებად რჩება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი ანი ლიპარიშვილი