ქუთაისში აღმაშენებლის და წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დაიწყება
ქუთაისში დავით აღმაშენებლის და წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დაიწყება, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა დღეს საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
"აღმაშენებლის და წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციაის მიზნით საგზაო დეპატრამენტი ტენდერს ნოემბერში გამოაცხადებს, ჯერ მიმდინარეობს პროექტირება. წელსვე დაიწყება ამ ქუჩების რეაბილიტაცია"-, განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაზე მოდის.
"საბოლოოდ ჩვენი ქალაქი იღებს ისეთ სახეს რომელიც ეკუთვნის ქუთაისს" - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი განახორციელებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















