|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალთა ჩართულობის მიხედვით ფინანსურ წახალისებას 15-მდე პარტია მიიღებს

რა მდგომარეობაა ქვეყანაში პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის შესახებ, - ამ საკითხზე „საიას“ ქუთაისის ორგანიზაციაში  კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. 

ირმა პავლიაშვილის განცხადებით, კვლევა პროექტის „საქართველოში კონკრეტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018“ ციკლისთვის ხორციელდება.  პროექტის მიზანს საქართველოში გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა წარმოადგენს.

„კვლევა სამ მიმართულებას მოიცავდა, პირველია საკანონმდებლო მდგომარეობა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს ქალთა როლის გაზრდასთან დაკავშირებით, მეორე - არის სტერეოტიპების დამსხვრევა, რომ ქალის როლი არ არის პოლიტიკაში და მესამე - თავად შიდაპარტიულ მდგომარეობას შეეხო, პარტიებმა თავად უნდა გაზარდონ ქალთა როლი“-განაცხადა „საიას“ წარმომადგენელმა ირმა პავლიაშვილმა.

მისი თქმით, ფინანსური წამახალისებელი ზომა 2016 წელს მხოლოდ რამდენიმე პარტიამ დააკმაყოფილა, 2014-2016 წლების არჩევნებით კი ფინანსურ წახალისებას 15-მდე პარტია იღებს.

რაც შეეხება საერთო მონაცემებს ქალთა რაოდენობის შესაახებ, საკანონმდებლო ორგანოში მათი რაოდენობა მხოლოდ 16%-ია და გასულ არჩევნებთან შედარებით 4%-ით გაიზარდა, აღმასრულებელ ორგანოში ქალების მხოლოდ 10.5 პროცენტია, შედარებით ნორმალური მდგომარეობაა სასამართლო სისტემაში, სადაც თანამშრომელთა 53%-ია  ქალი.

არც ერთი მუნიციპალიტეტის მერი არ არის ქალი, მხოლოდ 2 გამგებელია, ასევე რვა გუბერნიიდან არც ერთზე არ არის დანიშნული ქალი.

 საპარლამენტო სიების მსოფლიოს მონაცემებით, 193 ქვეყნიდან საქართველო 119 ადგილზეა.

1992 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2012 წლის არჩენებამდე ქალების როლი მხოლოდ 6 %-ით გაიზარდა. თუ 1992 წელს 6,22% იყო, 2012 წელს 12% შეადგინა.

ირმა პავლიაშვილის განცხადებით, 2016  პროპროციულ საარჩევნო სიებში ქალების რაოდენობა 37% იყო, მაჟორიტარი დეპუტატების სიებში კი 17,52%. მისი განცხადებით, სიებში ქალთა რაოდენობის გაზრდა არ არის დამამშვიდებელი, რადგან პროცენტული მაჩვენებლის მიუხედავად, ქალები არ იყვნენ გამსვლელ სიებში, რის გამოც პარლამენტში ქალთა მხოლოდ 16 პროცენტი მოხვდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა