|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„არქიტექტურის რაინდი“ - გივი თოდაძის შესახებ ფილმის გადაღება იგეგმება

ქუთაისელი არქიტექტორის, გივი თოდაძის იუბილესთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის გადაღება იგეგმება. ფილმს სახელწოდებით „არქიტექტურის რაინდი“ მერია აფინანსებს, რისთვისაც 3 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. თუმცა ტენდერი არ შედგა. როგორც მერიაში განმარტავენ,  ჩაშლის მიზეზი დაინტერესებული პირის არარსებობა გახდა, თუმცა განმეორებითი ტენდერი ხვალ გამოცხადდება.

„მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს გივი თოდაძის იუბილესთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის - „არქიტექტურის რაინდი“-ს გადაღება და მიწოდება. დოკუმენტურ ფილმში „არქიტექტურის რაინდი“ ასახული უნდა იყოს არქიტექტორის მიერ განვლილი გზა, კერძოდ, ინტერვიუ გივი თოდაძესთან, სახლი, სადაც დაიბადა და გაიზარდა არქიტექტორი, ინტერვიუ ოჯახის წევრებთან. ინტერვიუ 6 მეგობართან, გივი თოდაძის განხორციელებული არქიტექტურული პროექტები ქუთაისისა და იმერეთის მასშტაბით, გივი თოდაძის სახელოსნო და მისი შესრულებული ნამუშევრები (პეიზაჟები, პორტრეტები, ეტიკეტები, სატირული ჩანახატები, გაფორმებული წიგნები), ნაჩვენები უნდა იყოს გივი თოდაძის პროექტი „თამარის კოშკი“.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი