|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საბავშო ბაღებში ჯგუფები გადავსებულია"

ქუთაისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების გადაჭარბებულ რაოდენობაზე მშობლები საუბრობენ. ერთ-ერთი ბაღის აღსაზრდელის მშობელი "ნიუპრესთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ბაღში გასულ წელსაც ჯგუფი გადატვირთული იყო და მდგომარეობა წელსაც არ შეცვლილა.

„4 წლის შვილი მყავს, მეორე წელია საბავშვო ბაღში დამყავს. ჯგუფი გასულ წელსაც გადატვირთული იყო, წელსაც იგივე მდგომარეობაა. არ შეიძლება, ამდენ ბავშვს ერთი პედაგოგი ჰყავდეს და მას რაიმე არ გამოეპაროს. ფიზიკურად ვერ მიაქცევს ყურადღებას ამდენ აღსაზრდელს. დიდი უბანია და მხოლოდ ორი საბავშვო ბაღი გვაქვს, ჯგუფებია გადავსებულია“, -განაცხადა მე-15 ბაგა-ბაღის მშობელმა.

ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველის ნანა ლორთქიფანიძის თქმით, ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების გადაჭარბებული რაოდენობა არ ფიქსირდება.

„არიან ისეთი მშობლებიც, რომლებსაც არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვები სახლში დატოვონ, ან კერძო ბაღში მიიყვანონ.   ზოგიერთი მუშაობს, სოციალური ფენაც გასათვალისწინებელია.  ასეთ მშობელს როგორ უნდა უთხრა უარი ბავშვის მიღებაზე, გადაჭარბება ძირითადად არ ფიქსირდება, ნორმა 25-35 აღსაზრდელამდეა, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით“, -განაცხადა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში 37 ბაგა-ბაღია, სადაც წელს 11 000-მდე აღსაზრდელია.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა