|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა იწვევს გორას დასახლებაში მიწაზე ნაპრალების გაჩენას?

ქუთაისში, პეტრიწის ქუჩაზე მიწაზე გაჩენილი ნაპრალები მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. ადგილობრივების განცხადებით, ნაპრალები მათ ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნა. 

პრობლემასთან დაკავშირებით  "ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა–გირჩმა"  რეაგირება ქალაქის თვითმმართველობისგან მოითხოვა.

შედეგად ცნობილი გახდა, რომ მცოცავი მიწის გრუნტის პრობლემა  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შეისწავლა. დასკვნას მერიაში ელოდებიან, თუმცა ქალაქის მერი აღნიშნავს, რომ დასკვნის საფუძველზე ბიუჯეტში  შესაბამისი თანხის მოძიება და პრობლემის მოგვარება მოხდება.  მისივე თქმით, დაპირება, თითქოს მერია რკინა–ბეტონით გაამაგრებდა ტერიტორიას, სიმართლეს არ შეესაბამება.

არსებობს ვარაუდი, გორას დასახლება კარსტრულ მღვიმეებზე მდებარეობს და ნაპრალების გაჩენაც მას უკავშირდება.           

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი