|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„Art-გენი 2018“–ის ფარგლებში 27 ივნისს წყალტუბოში ღონისძიებები გაიმართება

ფესტივალი „Art-გენი 2018“ თბილისის და რეგიონული ტურნეს პროგრამას აქვეყნებს. ფესტივალის ფარგლებში დღეს, გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში 17:00 საათზე, ხალხური რეწვის გამოფენები გაიხსნება. ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული საბრძოლო ხელოვნება "შავფაროსნები", ფოლკლორული კონცერტი - რეგიონული ანსამბლები. დასკვნით კონცერტს კი ჯგუფი „ფრანი“ გამართავს. 

27 ივნისს, იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 17:00 საათიდან ხალხური რეწვის გამოფენები გაიხსენება. გაიმართება ქართული საბრძოლო ხელოვნება "შავფაროსნების" საჩვენებელი წარმოდგენა, ასევე, ფოლკლორული კონცერტი - რეგიონული ანსამბლები. დასკვნით კონცერტს კი, ჯგუფი REGGAEON გამართავს. 

29 ივნისს, ლეჩხუმში, ცაგერში მწვანე ამფითეატრში, 17:00 საათიდან, ხალხური რეწვის გამოფენები გაიხსნება. გაიმართება ქართული საბრძოლო ხელოვნება "შავფაროსნების" საჩვენებელი წარმოდგენა, ასევე ფოლკლორი - რეგიონული ანსამბლების კონცერტი, დასკვნით კონცერტს კი ჯგუფი „ფრანი“ გამართავს. 
რაც შეეხება თბილისს, საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ფესტივალის ფარგლებში კონცერტები 8 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. 8 ივლისს, თბილისის ტურს ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ისაითი“ გახსნის“. 15 ივლის კი, ნიაზ დიასამიძის და „33-ა“-ს კონცერტით დაიხურება. წელს პირველად Art-გენ-ზე ჰიპ-ჰოპის დღე გაიმართება. Art-გენის მაყურებელს ტრადიციულად ელოდება „სუხიშვილების“ რობი კუხიანიძის, ჯგუფ ფრანის და ჯგუფ ReGGaeon -ს კონცერტები. ასევე უკვე მეორედ Art-გენის სცენა დაეთმობა ჯგუფ Asea Sool. 
Art-გენი 2018-მა სტარტი 21 ივნისს მაღალმთიანი აჭარიდან აიღო. ფესტივალი წელს საქართველოს 4 რეგიონში 9 დღის განმავლობაში იმოგზაურებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა