"ასე თუ გაგრძელდა, მალე სახლებიც დაგვენგრევა"
ქუთაისში, გელათის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე სახლის მფლობელი დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, მეწყრულ ზონაში ცხოვრობენ და მდგომარეობას ერთ-ერთი კომპანიის ავტომობილების გადაადგილება კიდევ უფრო ამძიმებს, რრის შედეგადაც სახლის კედლები ზიანდება.
„სახლის რემონტი 6 თვის წინ დავამთავრეთ, ორი წელია რაც ეს მანქანები დადიან და კარიერიდან დიდ ქვებს ეზიდებიან. მანქანების გადაადგილებისას სახლები ირყევა და ყველა კედელი დაბზარულია. დაგვპირდნენ, რომ პრობლემას მოაგვარებდნენ, თუმცა რეაგირება დღემდე არ არის. ამინდის გაუარესება ჩვენს მდგომარეობასაც აუარესებს. სახლებში ვერ შევდივართ, მიწა დროდადრო ცვივა და თუ კომპანია დროულად არ იმოქმედებს შესაძლოა სახლები საერთოდ დაგვენგრეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოსახლემ.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივებს პრობლემასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიისთვის არ მიუმართავთ.
"მივალთ და ადგილზე შევისწავლით სიტუაციას, აღნიშნულის შესახებ მოსახლეობას განცხადებით არ მოუმართავს მერიისთვის, თუ საფრთხე ნამდვილად არსებობს, იმ ორგანიზაციასთან, რომელიც კარიერზე მუშაობს, განვიხილავთ საკითხს და მივიღებთ შესაბამის ზომებს", - აცხადებს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















