|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ასეთი ფაქტი მიუღებულია, რაც უნდა შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთონ"

 "ჩემთვის ასეთი ფაქტი მიუღებულია, რაც უნდა შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთონ" -  ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ქუთაისის საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის კომენტირებისას ტელეკომპანია რიონის ეთერში განაცხადა.  შავლეგო ტაბატაძე ძალადობას ემიჯნება და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს.

 "პირველ რიგში, ნებისმიერი თანამდებობის პირს უნდა ქონდეს თმენის ვალდებულება, ეს ორივე მხარეს ეხება.  როგორი შეურაცხმყოფელი განცხადებაც უნდა გაკეთდეს, ეს სოციალური ქსელით იქნება თუ ისე,  მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ყველანი კანონის წინაშე ვართ პასუხისმგებლები. პირადად ჩემთვის მიუღებელია საკრებულოს სხდომაზე,  თვითმმართველობის შენობაში ასეთი ფაქტი. გამოძიება დაწყებულია და იმედია, ყველა დამნაშავე პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, აგებს პასუხს კანონის წინაშე", -განაცხადა იმერეთის გუბერნატოტმა შავლეგ ტაბატაძემ.

 გუშინ ქუთაისის საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სს საქმე 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

 "ნაციონალური მოძრაობის" წევრს გია უკლებას უმრავლესობის დეპუტატებმა ფეისბუკ სტატუსების გამო  ანგარიშსწორება მოუწყვეს, რის შედეგადაც დეპუტატს სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა