|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აშშ-ის კონგრესის შენობაში აქციის მონაწილე ქალია დაჭრილი

აშშ-ის კონგრესის შენობაში, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, იარაღიდან გაისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

გულ-მკერდის არეშია დაჭრილი საპროტესტო აქციის მონაწილე ქალი, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

კონგრესის ორივე პალატის შეკრების პარალელურად ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავენ. აშშ-ის დედაქალაქში პოლიციასთან ერთად ეროვნული გვარდიის დანაყოფებია მობილიზებული.

ავტორი: ნიუპრესი