აშშ-ს საელჩომ მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი დააწესა
აშშ-ს საელჩომ საქართველოში დაღუპული პოლიციელის - მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი დააწესა.
პირველი ორდენები ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს - მაია ფელიშვილს, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ ამერიკელ პოლიციელს - კორტნი გეილს გადაეცათ. ღონისძიებას გარდაცვლილი ქართველი პოლიციელის და - თინათინ ჯავახიშვილიც ესწრებოდა. ამერიკელ პოლიციელ ქალს მან ორდენი პირადად გადასცა.
დაჯილდოება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის -„ქალები პოლიციაში“ ფარგლებში მოხდა, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა. ღონისძიებაში 18 ქვეყნის 300-მდე პოლიციელი ქალი მონაწილეობდა.
კონფერენცია -„ქალები პოლიციაში“ საქართველოში ყოველი წლის მარტში იმართება და სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, მაია ჯავახიშვილი კახეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















