ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქუთაისში სკვერების რეაბილიტაციისთვის 2 777 776 ლარი არის გამოყოფილი, - ამის შესახებ ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკვერში დეკორატიული მცენარეების დარგვა, ფანჩატურის და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ახალი სანათებისა და ძელსკამების განთავსება, ასევე, კაპიტალური სამანქანო გზის შეყვანა სკვერის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქუთაისში 29 სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა და განახლდება. სკვერების რეაბილიტაციისთვის ჯამში 2 777 776 ლარი იქნა გამოყოფილი", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
მერიის ცნობით, სამუშაოები დღეს ქალაქის თვითმმართველობის პირველმა პირებმა მოინახულეს.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



14:39
12:35
14:08
















