ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლინიკა ბომონდი განცხადებას ავრცელებს
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლინიკა „ბომონდის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომ პაციენტი კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიყვანა კატასტროფის ბრიგადამ, ოპერაციის მიმდინარეობისას კი მას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
„პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში.
პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.
,,კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.
ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
„კლინიკა ბომონდი” უსამძიმრებს, პაციენტის ოჯახს", - აცხადებს კლინიკა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები კლინიკის ექიმებს ადანაშაულებენ.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა




21:52
















