|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით ქუთაისში მარათონი მოეწყობა

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნას ქუთაისი მარათონით გეგმავს.

ააიპ „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ 12 საათზე ცენტრალურ ბაღში  იწვევს მსურველებს. აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღის აღსანიშნად ჩატარდება სიმბოლური მარათონი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვა მხარდამჭერები.

ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ შემოსონ ლურჯი ფერის მაისურებით ან ამავე ფერის აქსესუარით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი