|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ არ ხდება სტრატეგიული მნიშვნელობის შენობის რეაბილიტაცია?

ქუთაისი ფალიაშვილის 11 ნომერში მდებარე შენობის ბედით "ახალი პოლიტიკური ცენტრი–გირჩი" ინტერესდება. "გირჩის" წარმომადგენელთა განცხადებით, შენობა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია(არსებობს სამხარაულის დასკვნა)ადგილზე დასაქმებული ადამიანები კი აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, უცნობია შენობის მომავალი ბედი, უცნობია შენობის მფლობელი.  თემურ ცამციშვილის თქმით, მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავს დახმარების თხოვნით.

"გირჩის" ინფორმაციას მერიაში პასუხობენ და აცხადებენ, რომ შენობა 2011 წელს წინა მთავრობამ გაასხვისა,  მას შემდეგ კი არ მომხდარა შენობის რეაბილიტაცია.

 "ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის #11- ში არსებული შენობა, 2011 წელს ფირმა” შიტრიტ ჯგუფზე“ თემურ ცამციშვილის მაშინდელმა ხელისუფლებამ გაასხვისა. კომპანიამ ამ ხნის მანძილზე არ განახორციელა შენობის რეაბილიტაცია. შესაბამისად ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება გადასცა ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს „შიტრიტ ჯგუფთან“, რათა იმ დროს გასხვისებული გარკვეული ქონება მათ შორის ეს შენობაც ქალაქს დაუბრუნდეს და მოხდეს შენობისთვის პირვენდელი სახის დაბრუნება"–აცხადებენ ქუთაისის  მერიაში.

შენობა გასულ საუკუნეში კულტურის პროფკავშირს ეკუთვნოდა. მანამდე კი იქ ქალაქის ხმოსანთა საბჭო მუშაობდა.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი