|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავღანეთის ომის დასრულებიდან 28 წელი გავიდა

ავღანეთის ომის დასრულებიდან 28 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნად ავღანეთის ომში დაღუპული მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ქუთაისში, ნინოშვილის ბაღში ადგილობრივი თვითმმართელობის წევრები, ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები და ის ადამიანები იმყოფებოდნენ, რომლებიც ავღანეთის ომში იბრძოდნენ.

„28 წელი შესრულდა  შესრულდა, რაც  საბჭოთა ჯარები გავიდნენ ავღანეთიდან და დასრულდა ომი. ყოველწიურად ეს ადამიანები იკრიბებიან აქ, რათა პატივი მიაგონ მეომრებს. ჩვენც მოვედით და გვირგვინით შევამკეთ მემორიალი, ნიშნად იმისა, რომ  ყოველთვის გვახსოვს ჩვენი მეომრები“, - განაცხადა ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა