ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს დღეს ჩამოასვენებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვასილ ყულჯანიშვილს ავღანეთიდან დღეს ჩამოსვენებენ და ოჯახის გადაწყვეტილებით რუსთავში, სამშაბათს დაკრძალავენ.
"დაგვიდასტურა ავღანეთმა, სარდლობამ, ხვალ მოხდება ჩამოსვენება თბილისში, სპეციალური ამერიკული თვითმფრინავით ჩამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, სამშაბათს იქნება დაკრძალვა. საბედნიეროდ მოვახერხეთ, რომ პროცედურა შეგვემოკლებინა და მინიმალურ ვადებში დასრულდა ექსპერტიზა, რაც სავალდებულოა ასეთ შემთხვევებში",-აღნიშნა გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, დაჭრილი ქართველი სერჟანტი კი, უკვე გერმანიაშია სამკურნალოდ გადაყვანილი.
თინა ხიდაშელი რუსთავში, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახში გუშინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















