|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავთანდილ ხურციძეს, სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენენ

მსოფლიო ჩემპიონს კრივში ავთანდილ ხურციძეს, სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენენ, ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები ავრცელებენ.

ქართველი ემიგრანტების განცხადებით, პირველი სასამართლო პროცესი ჩაიშალა, რადგან ხურციძემ თავად განაცხადა უარი სახაზინო ადვოკატის მომსახურებაზე.  

მათი ინფორმაციით, ავთანდილ ხურციძის გათავისუფლებისთვის საჭიროა ამერიკაში ლეგალურად მცხოვრები ოთხი ადამიანის თავდებში დადგომა. ანალოგიური პროცედურაა საჭირო მეორე სპორტსმენ, ლევან მაყაშვილთან დაკავშირებით.

 სასამართლო პროცესი დღეს ადგილობრივი დროით, 12 საათზეა (ჩვენი დროით 20.00 საათი) ჩანიშნული. გადასახდელი გირაოს ოდენობა 250 000 დოლარს შეადგენს. 

ქართველი ემიგრანტების განცხადებით, მოხდა გაუგებრობა და ეს ადამიანები შემთხვევით აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა.

ხურციძეს ბრალი 2 მუხლითა აქვს წაყენებული, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობასა და თაღლითობაში.   თითოეული ბრალდება 20 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ხურციძე 8 ივლისს გასამართი ორთაბრძოლისათვის ემზადებოდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა