|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტობანის მშენებლობის გამო თერჯოლის მოსახლეობა გზის გარეშე დარჩა

თერჯოლაში სოფელ ეწერის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ავტობანის მშენებლობის დროს დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ. მშენებარე ავტობანის გამო 150-ოჯახიანი სოფელი ძირითადი გზის გარეშე დარჩა. მოსახლეობამ სპეცტექნიკას მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუკი მათ სოფელში შესასვლელი გზა არ მოეწყობა, ბლოკირებას არ შეწყვეტენ. სოფელი, რომელშიც 150 ოჯახი ცხოვრობს, მხოლოდ ერთი გზით სარგებლობს და რამდენიმე კილომეტრის დამატებით გავლა უწევთ მაგისტრალამდე.

ავტობანის პროექტით გზის მოწყობა გათვალისწინებული არ არის. სოფლის გამგეობაში განმარტავენ,  საგზაო დეპარტამენტს უკვე მიმართეს წერილით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი