|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოქარხნის დასახლებაში საცდელი ვადით ახალი სვლა - გეზი დაინიშნა - ქუთაისის მერია

ქუთაისის მერიისა და მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში, საცდელი ვადით, დაინიშნა ახალი სვლა - გეზი, ამის შესსახებ  ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 
„N47 მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას დაიწყებს ავტომშენებლის გამზირი #53-დან („ჰუალინგის“ მთავარი შესასვლელის მიმდებარედ, ხარებავას ქუჩის კვეთასთან) და იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:
ავტომშენებლის გამზირი - ბუკიას ქუჩა - ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა (24-ე საჯარო სკოლა) - ავტომშენებლის გამზირი - ირაკლი აბაშიძის გამზირი - შერვაშიძის ქუჩა - ირაკლი აბაშიძის გამზირი - ავტომშენებლის გამზირი - ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა - ბუკიას ქუჩა - ავტომშენებლის გამზირი - ავტომშენებლის გამზირი #53 („ჰუალინგის“ მთავარი შესასვლელის მიმდებარედ, ხარებავას ქუჩის კვეთასთან).
 ახალი, საცდელი სვლა-გეზი განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება 24-ე, 32- ე და 37-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის", -აცხადებს ქუთაისის მერია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა