|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა 2 ოქტომბერს  ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, თუმცა ქვეითად მოსიარულეც გზას არასწორად კვეთდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. მოქალაქე შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა