|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალ სეზონზე ტურისტები შეძლებენ ეწვიონ ნავენახევისა და საწურბლიას მღვიმეებს"

"2018 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტო განსაკუთრებით ემზადება. ახალ სეზონზე ტურისტები შეძლებენ ეწვიონ ნავენახევისა და საწურბლიას მღვიმეებს, ოკაცეს ჩანჩქერს, ალგეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკების ახლადაშენებულ ვიზიტორთა ცენტრებს"- განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, თბილისის მე-20 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნას დაესწრო. გამოფენა დღეს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიხსნა და 14 აპრილამდე გაგრძელდება.

დასახელებული ტურისტული ლოკაციებიდან სამი იმერეთის რეგიონში მდებარეობს. გასულ წელს გაიხსნა წყალტუბოში საწურბლიას მღვიმე, რომელიც  პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმეა კავკასიის რეგიონში. მღვიმეში სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.

ასევე გასულ, წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ ნავენახების ტერიტორიაზე არსებულ მღვიმეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.  

 ოკაცეს კანიონი კი ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდის მიდამოებში  მდებარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა