|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2016 წელს დაბადებული პირველი ბავშვი ქუთაისელია

ახალ წელს დაბადებული პირველი ქუთაისელი ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელებმა და მინისტრის მოადგილემ მოინახულეს.

ქუთაისში 2016 წლის პირველი ახალშობილი ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა მოინახულეს. პირველი ახალშობილი ელენე ობოლაძეა, რომელიც 2 კილო და 700 გრამი, 50 სანტიმეტრი „ახალი #2 სამშობიარო სახლში“ დაიბადა.

ელენე დედასთან თამარ კილაძესთან ერთად მერმა და მინისტრის მოადგილემ ინახულა. მას საახალწლო საჩუქრებთან ერთად ქუთაისის მერიისგან ფულადი თანხაც გადაეცემა. შოთა მურღულიას თქმით, წინასწარ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 5 000 ლარი, რომელიც დღეს დაბადებულ ყველა ქუთაისელზე გადანაწილდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა