|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

 ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა I ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი კლასიკური მუსიკის ოთხ მიმართულებაში ჩატარდა და მის მიზანს ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერ ახალგაზრდა შემსრულებელთა წარმოჩენა, მათი პროფესიული წინსვლის სტიმულირება და სახელოვნებო–სამუსიკო განათლების სფეროს ხელშეწყობა წარმოადგენდა. 

საქართველოს მასშტაბით 88 შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობდა. პროფილური მიმართულებების და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გაიცა სამი ძირითადი პრემია, სულ 33 საპრიზო ადგილი. გამარჯვებულებს ლაურეატის წოდება მიენიჭათ, გადაეცათ დიპლომები და ფულადი პრემიები. გრან-პრი მიენიჭათ: ნანა გორგოძე -ფორტეპიანო , ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ნინი გიორგაძე - ვიოლინო ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ნათია ივანიაშვილი - თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის N 2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი . კონკურსს კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაშიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ–მასწავლებლები და ცნობილი მუსიკოს–შემსრულებლები შედიოდნენ. კონკურსის დამფუძნებელი , ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია , საკრებულო და ააიპ "არტ–ლიგა" არიან.

ღონისძიებას ქუთაისის ვიცე–მერი ნოდარ მიქიაშვილი , საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.  რომლებმაც გამარჯვებულებს დიპლომები გადასცეს და წარმატება უსურვეს.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა