წიგნის დღესთან დაკავშირებით პოეზიის საღამო გაიმართა
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში პირველ საჯარო სკოლასთან პოეზიის საღამო გაიმართა. ახალგაზრდა პოეტებმა მსმენელს საკუთარი ლექსები წაუკითხეს და წიგნის საერთაშორის დღე ასე მიულოცეს. "მარჯანიშვილელების დასის" წევრებმა კი ცნობილი პოეტების ლექსები წაიკითხეს, ასევე წარმოადგინენ პერფორმანსი.
"დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ პოეზიის საღამოს მოწყობა. ახალგაზრდებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, ასევე "მარჯანიშვილელებმა" წარმოადგინეს პერფორმანსი. საბოლოო ჯამში, საღამო ძალიან კარგი აღმოჩნდა და ვიმედოვნებ, შემდეგში უფრო კარგ ღონისძიებებს მოვაწყობთ",- განაცხადა საღამოს ორგანიზატორმა, ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ნათია აბულაძემ.
ღონისძიება ქალაქის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















