ახალი დიზაინის პირადობის მოწმობების გაცემის თარიღი კიდევ გადავადდა
ახალი დიზაინის პირადობის მოწმობების გაცემის თარიღი კიდევ ერთხელ გადავადდა. ამჯერად 2025 წლის 22 დეკემბრამდე. აქამდე ეს ვადა 3 ნოემბერი იყო. ამ ვადამ უკვე რამდენჯერმე გადაწია.
ახალი დიზაინის პირადობის მოწმობები კი იმ მოქალაქეებზე გაიცემა, რომლებიც განაცხადს 2025 წლის 22 დეკემბრიდან გააკეთებენ.
ცნობისთვის, სახელს; გვარს; სქესს [ამ გრაფების სახელწოდება მოწმობაზე დაიტანება მისი პერსონალიზაციის დროს. გრაფები მოწმობაზე დაიტანება ერთგვაროვნად, ქართულ (გარდა მოწმობის წვდომის კოდისა (CAN – Card Access Number)) და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO 9303) სტანდარტის შესაბამისად];
მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს;
პირად ნომერს; ფოტოსურათს;
პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას;
ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს [დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე ამ ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით];
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს [დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე ამ ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით];
მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number);
QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია.
ავტორი:





15:02
14:33
20:34
18:28
18:30
















