|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალი წლის ღამეს საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

ახალი წლის ღამეს და 1-ელ იანვარს დღისით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი ავრცელებს. 

ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის  განცხადებით, 29 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო მთაში თოვლია მოსალოდნელი.  30 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღისით იქროლებს დასავლეთის ქარი. მაღალმთაში მოსალოდნელია ქარბუქი.
31 დეკემბერს კი წვიმის ნალექი ზოგიერთ რაიონში თოვლში გადავა. ახალი წლის ღამეს და 1-ელ იანვარს დღისით საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, თოვლია მოსალოდნელი.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 31 დეკემბერს დღისით საქართველოში ტემპერატურა 1;6 გრადუსის ფარგლებში იქნება. უფრო კონკრეტულად, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ახალი წლის ღამეს -1; -2 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -3 გრადუსი, დღისით კი -1 +1-ის ფარგლებში. მაღალ მთაში თოვლის უხვი ნალექია ნავარაუდევი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 იანვარს საქართველოში თოვლის ნალექი შესუსტდება, მხოლოდ ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება. 3 იანვარს  თოვლის ნალექი შეწყდება. 2 იანვრიდან კი ღამით ყინვები გაძლიერდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა