"ახლახანს ვიყავი ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბკვარტირში"- სალომე ზურაბიშვილი
ახლახანს ვიყავი ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბკვარტირში, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტის მიერ მისი ყოფილი ოპონენტის გრიგოლ ვაშაძის ცნობილი ფრაზის გამეორებამ დარბაზი გაამხიარულა. შეცდომით ნათქვამ სიტვაზე სალომე ზურაბიშვილსაც გაეცინა და აღნიშნა, - "საიდან მომივიდა ეს სიტყვა, არ ვიცი".
პრეზიდენტი ქუთაისისა და იმერეთისც პოტენციალზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ სადაც მიდის, ის საქართველოს ელჩია და ქვეყნის კულრტურაზე საუბრობს, ახლახანს კი ამის შესახებ ბრიუსელში, "ევროკავშირის შტაბკვარტირში" ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი კულტურის მხრივ.
პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით იმერეთში იმყოფება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















