|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს არის მაგალითი, როგორ სრულდება ინფრასტრუქტურული პროექტები"

ქუთაისში მაისურაძის ქუჩაზე ახლადდაგებულ გზაზე დაზიანებული მილიდან წყალი იღვრება. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გზის საფარი ქუჩაზე რამდენიმე ხნის წინ დაიგო.

პრობლემის შესახებ ადგილობრივებმა  "გირჩის" ქუთაისის ოფისს აცნობეს.

"ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა,  თუ როგორ სრულდება ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები. რამდენად ხარისხიანდ მუშაობენ კომპანიები და როგორი არის ამ საკითხისადმი თვითმმართველობის დამოკიდებულება", -განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელის ირაკლი ტურძელაძის განმარტებით, პრობლემა ძველი ქსელების ჩაჭრისა და ახლის მონტაჟის შედეგად წარმოიშვა.

"დაზიანება მოხდა უნებურად. ჩვენ ახლა ვსახავთ გეგმებს, რომ განვახორციელოთ სამუშაოები. ხვალ უკვე ეს საკითხი გადაჭრილი უნდა იყოს ისე, რომ მოსახლეობაც არ შეფერხდეს წყალმომარაგების მხრივ", - განუცხადა მან "ნიუპრესს".

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა