ზაალ ხონელიძე: ბაგა-ბაღების გაერთიანება თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენს
"2016 წლის 13 სექტემბრის ამ დოკუმენტით ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი აიძულებს N1 და N13 ფილიალის თანამშრომლებს - ზაალ ხონელიძე და მაკა აბულაძე გაფიცვის ორგანიზატორებად გამოაცხადონ, რის სანაცვლოდაც მათ სამსახურიდან აღარ გაათავისუფლებენ! ბაღების თანამშრომლებს აიძულებენ, ის თქვან, რაც არ მომხდარა! ეს არის პირდაპირი ზეწოლა კონკრეტულ ადამიანებზე, რითაც პროკურატურა აუცილებლად დაინტერესდება", -წერს #1 ბაგა-ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი ზაალ ხონელიძე სოციალურ ქსელში და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს, რასაც "ნიუპრესიც" აქვეყნებს.


შესახსენებთ, გასულ წელს ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების 4 ფილიალის ხელმძღვანელი სამსახურიდან გაფიცვის მოწყობის გამო გაათავისუფლეს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















