|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო

ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო. ეს გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე მიიღეს, რომელიც კრაკოვში გაიმართა.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, დღევანდელ სესიაზე გადაწყდა ორივე ტაძრის – ბაგრატისა და გელათის საკითხი. 

“ბაგრატიც და გელათიც, რომლებიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ერთ ნომინაციაში იყვნენ შეყვანილნი, 2010 წელს გადაიყვანეს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში. ამ სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო საზღვრების მოდიფიკაცია, რაც თავისთავში გულისხმობს, რომ გელათი დარჩა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, ხოლო ბაგრატი აღარ არის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. კომიტეტის ყველა წევრმა ერთხმად აღიარა და ერთხმად განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძარმა, ჩატარებული რესკონსტრუქციის შემდეგ, დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება. ჩვენ აღარ ვაპირებთ ამ თემაზე მუშაობის გაგრძელებას, პრობლემებს უკან ვტოვებთ და ახალი ფურცლიდან ვიწყებთ ყველაფერს”, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

 

იუნესკომ გელათი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დატოვა

წყარო: 1TV.GE

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა