"ბაგრატის ტაძრის" მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა დაიწყება
"ბაგრატის ტაძრის" მიმდებარე ტერიტორია ბალახისგან გაიწმინდება და ტერიტორია არქეოლოგიური სამუშაოებისთვის მომზადდება. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ამის შესახებ ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ვიზიტისასა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად თანხები ბიუჯეტიდან გამოიყოფა: "ჩვენ გვაქვს დიდი არქეოლოგიური სამუშაოებისთვის ტერიტორია მოსამზადელი. "ბაგრატის ტაძრის" მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება ერთ -ერთი უმთავრესი საქმეა. ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები ამისათვის. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის გასასუფთავებლად თანხები ბიუჯეტში ყოველწლიურად გამოიყოფა", - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
















