|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სიმბოლურად გადავხაზეთ გიორგობიანის ფოტო და ველოდებით სხვა მაღალჩინოსნების გადადგომას"

"ჩვენს ბანერზე გამოსახული მერიის მაღალჩინოსნებიდან ერთ-ერთმა თანამდებობა დატოვა, ამიტომ სიმბოლურად, გიორგი გიორგობიანის ფოტო გადავხაზეთ"-ამგვარად გამოეხმაურნენ კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ეკონომიკის სამსახურის გიორგი გიორგობიანის თანამდებობიდან წასვლას. მათი თქმით, უცნობია გიორგობის წასვლის მიზეზი, თუმცა აცხადებენ, რომ მსგავსი მაღალჩინოსნების ადგილი მერიაში არაა. მათ ასევე ისაუბრეს, საპროტესტო პლაკატის ჩამოხსნის მოთხოვნის შესახებ და აცხადებენ, რომ მერია მათ დაჯარიმებით ემუქრება. 

"ეს ერთია და ველოდებით სხვა მაღალჩინოსნების თანამდებობიდან წასვლას. უსამართლოდ გვებრძვიან და სურთ ჩამოგვართვან ჩვენი ქონება. ამასთან, მერია მოითხოვს ჩამოვხსნათ ეს ბანერი, თორემ კვლავ დაჯარიმებით გვემუქრებიან. როგორ უნდა დაგვაჯარიმონ, როდესაც საქმე სააპელაციოშია და დასრულებული არაა. ვიდრე ეს ადამიანები არ წავლენ თანამდებობოდან, ეს პლაკატი დარჩება აქ და არ ჩამოვხსნით"-განაცხადა ირაკლი ტურაბელიძემ.

მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა გირგი გიორგობიანმა თანამდებობა რამდნეიმე დღის წინ დატოვა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა