ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, თბილისისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა ერთობლივი ღონისძიებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა 2000 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჯანიაშვილი, 1998 წელს დაბადებული გურამ ხვადაგიანი, 1998 წელს დაბადებული ამირან ლაკვახელიანი თბილისსა და ქუთაისში დააკავეს.
დაკავებულებს ბრალად 19 აპრილს თბილისში, ლიბერთი ბანკის ვარკეთილის ფილიალის დაყაჩაღება ედებათ. არსებული ინფორმაციით, მათ იარაღის მუქარით 2030 ლარამდე თანხა გაიტაცეს.
პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















