|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის ბაგა-ბაღებში გამოცხადებული კონკურსი უკმაყოფილების მიზეზი ხდება

ბაღდათის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, (ა).ი.პ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანებამ ვაკანსიები გამოაცხადა და დაინტერესებული პირებისათვის ღია კარის დღეც გამართა. თუმცა როგორც "ნიუპრესს" აცნობეს, ახლადშექმნილ  გაერთიანებას ჯერჯერობით საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი არ გააჩნია და შესაბამისად, მის მიერ გამოცხადებული კონკურსი უკანონოა.  

"ბაღდათის მუნიციპალიტეტში აიპების რეორგანიზაცია გასული წელს დეკემბერში მოხდა, ბაგა- ბაღების გაერთიანება,  მოსწავლე-ახალგაზრდობის, ბაღდათის სამუსიკო სკოლა და წითელხევის სახელოვნებო სკოლა გაერთიანდა. გადაწყვეტილება საკრებულომ დაამტკიცა და საჯარო რეესტრში წარადგინეს, თუმცა გაერთიანების დღემდე საკუთარი კოდი მინიჭებული არ აქვს და საქმიანობას ტურიზმის ააიპის ყოფილი კოდით ახდენს, შესაბამისად, მის მიერ გამოცხადებული კონკურსიც უკანონოა", -განუცხადეს ნიუპრესს. 

ბრალდებას უსაფუძვლდ მიიჩნევენ  (ა).ი.პ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანებაში.  "აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან საიდენტიფიკაციო კოდის გარეშე აღნიშნული ააიპი შესყიდვებს ვერ განახორციელებს."

 

 
 
 
არასამთავრობო ორგანიზაციის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის - IDFI"  კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელის გიორგი ლომთაძის განმარტებით, ააიპის საიდენტიფიკაციო კოდის საკითხი კონკურსის უკანონოდ გამოცხადების საფუძველი ვერ გახდება.
"რადგან საჯარო რეესტრში ცვლილებების ისტორია ერთ ა(ა)იპ-ზე ფიქსირდება და არ მოხდა ლიკვიდაცია, საიდენტიფიკაციო კოდი არ შეიცვლებოდა. შესაბამისად, ის ძველი ნომერი, რაც მითითებულია, არაა პრობლემა, ჩავთვალოთ, რომ რეორგანიზაციის შედეგად ფუნქციები და სახელწოდება შეიცვალა. აქ უკანონო არაფერია. მათ შორის შესყიდვების ბაზაში ფიქსირდება ეს ა(ა)იპ ამ სახელწოდებით, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ფუნქციონირებს ჩვეულებრივ", -განუცხადა გიორგი ლომთაძემ "ნიუპრესს".
 
 
შეგახსენებთ,  ბაღდათის ბაგა-ბაღების ყოფილი თანამშრომლები უკმაყოფილოები არიან, რეორგანიზაციის შედეგად შტატები მნიშვნელოვნად მცირდება, მათ შორის, ფსიქოლოგების, ინკლუზიური სწავლების პედაგოგების ხარჯზე. ისინი 2 თვე ხელფასის გარეშე რჩებიან, მათ ხელშეკრულებები ივნისის დასაწყისში შეუწყდათ.  მუშაობის გაგრძელებას ისინი მხოლოდ გამოცხადებულ ვაკანსიებზე მოხვედრის შემთხვევაში შეძლებენ.  კონკურსის საბოლოო შედეგი 30 აგვისტომდე გამოცხადდება, რის შემდეგაც მოხდება ახალი ხელშეკრულებების გაფორმება.
 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა