|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის მოსახლეობა უწყლობას უჩივის

ბაღდათის მოსახლეობა უწყლობას უჩივის.  ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილს წყალი რამდენიმე კვირაა არ მიეწოდება.

ბაღდათის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გელა მშვილდაძის განცხადებით, მოსახლეობას წყლის მიწოდება მხოლოდ რამდენიმე დღით შეუწყდა, რაც წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაციას უკავშიდება. მისი თქმით, წყალმომარაგების კომპანია ეტაპობრივად ახდენს ახალ ქსელებზე გადართვას. მშვილდაძის განცხადებით, ბაღდათში წყლის პრობლემა რამდენიმე დღეში გადაიჭრება.

ბაღდათში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აწარმოებს. პროექტის ღირებულება  230 ათას ლარს შეადგენს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა