|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი 1-ელ ოქტომბერს დაიწყება

ბაღდათის საბავშო ბაღებში სწავლის პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა. უკმაყოფილებას მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები სოციალურ ქსელში გამოთქვამენ. 

"ნიუპრესი" ბაღდათის ააიპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელს დაუკავშირდა.  თამარ ფაიქიძის განცხადებით, სწავლის პროცესი 1-ელ ოქტომბერს დაიწყება. 

გაერთიანება სწავლის პროცესის დაწყების გაჭიანურებას ჩატარებულ კონკურსს უკავშირებს.

"ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება. წელს ბაღების თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ, აღნიშნულ პროცესს კი გარკვეული დრო დაჭირდა. საბავშვო ბაღებში გამართული  სასწავლო პროცესისთვის შეძენილია ყველა საჭირო ინვენტარი.

 ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ბოლო საორგანიზაციო საკითხების  მოწესრიგება," - განაცხადეს გაერთიანებაში.

შეგახსენებთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანებაში თანამშრომლებს ხელშეკრულებები ივნისში შეუწყდათ, გამოცხადებულ ვაკანსიებზე კადრების შესარჩევად კი კონკურსი გამოცხადდა, რომლებსაც ხელშეკრულებები სექტემბერში გაუფორმდათ. თანამშრომლების ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა, ხოლო მათ, ვინც მუშაობის გაგრძელება შეძლეს, გაცდენილი 2 თვის ხელფასი ვერ მიიღეს. კონკურსის შედეგების გამოცხადებას ხმაურისა და დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. 

 ააიპში ჩატარებული კონკურსის შედეგებს უარყოფითად აფასებს ოპოზიცია. "ევროპული საქართველოს" წევრის შალვა დათუაძის განცხადებით, ჩატარებული კონკურსის შედეგად მხოლოდ "ქართული ოცნების" მიერ ხელდასმული კადრები შეარჩიეს. როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა, კონკურსის შედეგად უარყოფითი შედეგები მიიღეს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსთან" დაკავშირებული ადამიანების  ოჯახის წევრებმა.   მისივე თქმით, წმენდაში მოყვნენ ასევე "ქართული ოცნების"  "წინა თაობის" კადრები.

  

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა