ბაღდათსა და ხარაგაულში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
"ენერგო პრო ჯორჯია" ელექტროენერგიის მოსალოდნელი გათიშვის შესახებ განცხცადებას აქვეყნებს. ამჯერად გეგმიური გათიშვა ბაღდათსა და ხარაგაულში მოხდება.
ბაღდათი. 13 ივლისს მაღალი ძაბვის ქვესადგურებში „ბაღდათი 110“ და „საირმე“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 07:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 8400 მომხმარებელს ქ. ბაღდათში და ბაღდათის რაიონის სოფლებშიფერსათი, წითელხევი, დიმი, ობჩა, ნერგეეთი, წყალთაშუა, დაფენილი, წაბლარასხევი, ალისმერეთი, კაკასხიდი, ხანი, ზეგანი, ნებიერეთი, საკრაულა, აგრეთვე -კურორტ საირმეს.
ხარაგაული. 14 ივლისს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეზღუდება ქვესადგურ „მოლითი-წევას“ მომხმარებლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვახანი, ბაბი, დეისი, ზედუბანი, სერბაისი, ქვები, ჭარტალი, მოლითი, ანიულა, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ნებოძირი, ბეჟათუბანი.
"ენერგო პრო ჯორჯიას" განცხადებით, სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















