|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში დღეს სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის ოთხ წევრს დაკრძალავენ

გლოვის დღეებია ბაღდათში. სტიქიის შედეგად დაღუპული რობაქიძეების ოჯახის ოთხ წევრს დღეს დაკრძალავენ.
ცხედრები ბაღდათის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
დაღუპულებს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სტიქიურ უბედურებას ბაღდათში 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი