ბაღდათში "ლიბერთი ბანკის" ბანკომატი გაიტაცეს
ბაღდათში "ლიბერთი ბანკის" ბანკომატი მოიპარეს. ინფორმაცია "ნიუპრესს" ადგილობრივებმა მიაწოდეს. მათი თქმით, გვიან ღამით, ნიღბიანმა პირებმა დაბეტონებული ბანკომატი მოხსნეს და გაიტაცეს.
"გვიან ღამით მისულან ნიღბიანი პირები, გადაუჭრიათ ვიდეო კამერები და ბანკომატი მოუგლეჯიათ. შემთხვევა 24 სექტემბერს მოხდა, ამ დროს ბანკომატზე უკვე დარიცხული ხელფასები, სავარაუდოდ, სოლიდური თანხაა წაღებული", -აცხადებენ ადგილობრივები.
საკითხთან დაკავშირებით "ნიუპრესი" შსს-ს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. რაც შეეხება თანხას, მისი ოდენობა არ კონკრეტდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















