ბაღდათში მაღალმთიანი სოფლების გზების, ასევე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბაღდათის მაღალმთიან სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის შეკეთების სამუშოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 4 779 779 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებსიმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მოადგილესთან, ბესიკ გოფოძესთან და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან ნოდარ გიორგიძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, - ინფორმაციას იმერეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტრის სრულ განახლებას.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში სოფელ ხანის მიმართულებით მოსახლეობა ალტერნატიული გზით გადაადგილდება.
ბაღდათში ასევე №1 საჯარო სკოლის მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 5 451 332 ლარის ღირებულების პროექტი ითვალისწინებს 300 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას. შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, შენობას დამატა ახალი ფლიგელი. მთლიანად შეიცვალა შიდა სივრცე, შეკეთდა გარე ფასადი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, საკლასო ოთახების მოწყობა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
ავტორი:


-cropped.jpg)


15:07
14:11
15:14
14:34
















