|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მიწის მასა ჩამოიშალა - ევაკუირებულია 19 ოჯახი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მიწის მასა ჩამოიშალა, როს გამოც 19 ოჯახის ევაკუირება მოხდა. ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, შემთხვევა  რუსთაველის ქუჩაზე, N16 ბინის ეზოში მოხდა

მიწის ჩამოშლა სანიაღვრეების მოწყობის პროცესს  მოყვა. 

მოსახლეობა ალტერნატიულ ფართებში ქირით არის გაყვანილი.

კორპუსის მცხოვრებლებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შეხვდნენ და გრუნტის ჩამოშლის პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

ამასთანავე განხორციელდა გეოლოგიური კვლევა რუსთაველის ქუჩის N16 ბინის მდგრადობის შემოწმების მიზნით.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.

ავტორი: