|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში სტიქიის დროს გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ

ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ. ადგილზე გარდაცვლილის ახლობლები, რიგითი ბაღდათელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან, ისინი კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო.

პარალელურად გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონაში.

მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მიწის გატანა და დატერასების სამუშაოები დასრულებულია, ასევე აღდგენილია კომუნიკაციები.

მოსახლეობას მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

რაც შეეხება გაყვანილ ოჯახებს, გეოლოგების დასკვნის მიხედვით გახდება ცნობილი დაბრუნდებიან სახლებში თუ მოხდება გასახლება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა