ბაღდათთან დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება
მდინარე ყვირილაზე ბაღდათთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა იგეგმება. ხიდი, პროექტის მიხედვით, 115 მ. სიგრძისა და 11 მ. სიგანის (ორმხრივი ) იქნება. მისი მშენებლობა დაჩქარებული წესით დაიწყება.
ხიდი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მისი გამოყენება არა მარტო ბაღდათი – ზესტაფონი, არამედ შემოვლითი გზით სარგებლობის დროსაც იქნება შესაძლებელი.
ახალი ხიდის აგების შემდეგ ძველი ხიდის დემონტაჟი მოხდება. პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა იმერეთის პირველ პირებთან ერთად განიხილეს.

ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















