ქუთაისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ნანა ლორთქიფანიძეს ყოფილი თანამშრომელი ეკატეტინე ცეცხლაძე ნეპოტიზმში ადანაშაულებს.
მან "თავისუფალი საქართველოს" ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ბაღებში არსებულ ვაკანსიაზე მის ნაცვლად ლორთქიფანიძის ახლობელი მიიღეს.
ეკატერინე ცეცხლაძის თქმით, მან საბავშვო ბაღში 4 წლის წინ დაიწყო მუშაობა შტატგარეშე თანამშრომლად და 4 თვის განმავლობაში იმუშავა დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლის ნაცვლად. მას შემდეგ, კიდევ რამდენჯერმე დასაქმდა გაერთანებაში დროებით არსებულ სამუშაოზე. როგორც თავად აცხადებს, რამდენჯერმე შეეცადა გამოცხადებულ ვაკანსიაზე დასაქმებას, თუმცა ყოველ ჯერზე ეუბნებოდნენ, რომ არ იყო მზად ამ პოზიციისათვის. ბოლოს კი, როდესაც კვლავ გამოჩნდა ვაკანსია, ის მივიდა გაერთიანებაში, თუმცა უთხრეს, რომ თანამშრომელი უკვე შერჩეული იყო, "მან დაგასწრო"-განუცხადეს ცეცხლაძეს. ის ირწმუნება, რომ ვინც ამ ვაკანსიაზე მიიღეს, გაერთიანების ხელმძღვანელის, ნანა ლორთქიფანიძის ახლობელი, თუმცა აღნიშნული პირის ვინაობას ვერ ასახელებს.
"ბაღებში თანამშრომლები ნაცნობობით ინიშნებიან", -აცხადებს ცეცხლაძე და არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს.
მას მხარდაჭერას უცხადებს "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.
აცხადებს, რომ მასაც აქვს ინფორმაცია ბაღებში არსებული დარღვევებისაკენ და მოუწოდებს ხელმძღვანელობას კანონის ფარგლებში მოქმედებისაკენ. მისი თქმით, ააიპებში ახლობლების დასააქმების ერღერთი მიზანი საარჩევნოდ მათი გამოყენებაა.
"წურბელებივით არიან ააიპები ქალაქში, მხოლოდ ახლობლების დასაქმებაზე არიან, არჩევნებისთვის ხმების მობილიზებისთვის. ამის დასტურია მესამე ვიცე მერის დანიშვნა, რომლესაც ააიპები ჩააბარეს და რომელმაც კამპანია უკვე დაიწყო, მიდის და ხვდება თანამშრომლებს და ამით საარჩევნოდ ხმების მობილიზებას ცდილობენ,"-აცხადებს გოგი წულაია.
ბრალდებას არ ადასტურებს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე, რომლის თქმითაც თანამშრომელი არა ნეპოტიზმის, არამედ განცხადების საფუძველზე დანიშნა.
"მოიკითხეთ და დაადგენთ, რომ არანაირი ნათესაური და ახლობლური კავშირი არ მაქვს ამ ქალბატონთან, ის ჩეულებრივად იყო სარეგისტრაციო ბაზაში, როგორც არის 4000-მდე მოქალაქე და ითხოვდა დასაქმებას, ყოველ დღე მოდიოდა და მეხვეწებოდა მისი შვილებისთვის ლუკმა-პური გამეჩინა და ამის გათვალიწინებით მოხდა შერჩევა. რაც შეეხება ეკატერინე ცეცხლაძეს, ის ნამდვილად მუშაობდა ჩვენთან შტატგარეშედ და მან იცოდა, რომ ადგილის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებლად დასაქმდებოდა, ამ შემთხვევაში დაგვიანებით მოვიდა ჩვენთან და არ მომხდარა მისთვის ხელის შეშლა. ჩვენ ვუთხარით მას, რომ მომავალში, როდესაც გამოჩნდებოდა ადგილი, მას დავნიშნავდით. რაც შეეხება გამოცდილებას, ჩვენ უნდა მივცეთ ახალ კადრებს გამოცდილება და ამიტომ არ არის ჩვენი მოთხოვნა მრავალწლიანი გამოცდილება", -განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















