ბაღდათში "ევროპულმა საქართველომ" საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის შემდეგ საკრებულოს სხდომას ბოიკოტი ბაღდათის საკრებულოს დეპუტატებმა გამოცხადეს.
ბაღდათის საკრებულოს "ევროპული საქართველოს" წევრის შალვა დათუაძის განცხადებით, მათ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს.
"ბაღდათის "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლობა სოლიდარულია ქვეყანაში მიმდინარე აქციების მიმართ და უერთდება მათ მოთხოვნებს, ვიდრე აქციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და შსს მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს, ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ საკრებულოს სხდომებს ", - განაცხადა შალვა დათუაძემ.
"ევროპული დემოკრატების" ორ წევრთად ერთად საკრებულოს სხდომა დატოვა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმაც.
შეგახსენებთ, 25 ივნისს ევროპული საქართველოს ქუთაისის ორგანიზაცია ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა. ორგანიზაციის წევრებმა ანალოგიური ქმედებისაკენ პროდასავლური ორიენტაციის პარტიებს მოუწოდა.
ფოტო: ბაღდათის საინფორმაციო ცენტრი
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















