|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას და სასმელი წყლის ხარისხს "იუნისეფი" გამოიკვლევს

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას და სასმელი წყლის ხარისხს "იუნისეფი" შეამოწმებს - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. 

კვლევას სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ატარებს. ორგანიზატორებმა დღეს შეხვედრა ქუთაისში გამართეს და კვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, მოსახლეობის აღწერის შემდეგ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომელიც სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. 

ბავშვებში ტყვიის შემცველობის დონის საერთო სურათის დასადგენად  1500 ბავშვის სისხლის ნიმუშს აიღებენ. ნიმუშები იტალიაში გადაიგზავნება, პასუხები 2019 წლის იანვრიდან გახდება ცნობილი და ინდივიდუალურად მიეწოდება ოჯახებს. 

კვლევის ფარგლებში, ასევე შემოწმდება სასმელი წყალი და დადგინდება რაიონებში მოსახლეობა როგორი ხარისხის  წყალს მოიხმარს. 

"საქართველოში ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარების შეფასების მიზნით ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება. კვლევა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და შედეგები 2019 წლიდან გახდება ცნობილი. კვლევის ფარგლებში შეგროვდება  მონაცემები განათლების, ჯანდაცვის, ბავშვის განვითარებისა და სხვა კომპონენტების შესახებ. კვლევაში ყველა რაიონი იქნება ჩართული", -განაცხადეს ორგანიზატორებმა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. კვლევაში აქტიურად იქნებიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 

მათივე თქმით, კვლევის შედეგები საქართველოს მთავრობას ხელს შეუწყობს დაგეგმოს და შეიმუშაოს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკა და გააუმჯობესებს დაუცველი ოჯახების და ბავშვების ცხოვრებას.

 შეგახსენებთ, წელს იაშვილის კლინიკაში ყოველ შემოწმებულ მეხუთე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობის დასაშვებზე მაღალი დონე დაუდგინდა. ექიმების განმარტებით, სისხლში მძიმე მეტალი სხვადასხვა დაავადებებს იწვევს, აფერხებს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

სისხლში ტყვიის შემცველობის ზრდის მიზეზი დაბინძურებული ჰაერი, მანქანების გამონაბოლქვი, სამშენებლო მასალები, სხვადასხვა საღებავით დამუშავებული სათამაშოები ხდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა